ახალი ამბები

ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ რიგები ჩრდ. მეზობლიდან დიდი ხანია დგას — ზარქუა

22 სექტემბერი, 2022 • 1021
ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ რიგები ჩრდ. მეზობლიდან დიდი ხანია დგას — ზარქუა

„ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან რიგები დიდი ხანია დგას იქ[ლარსზე] და კანონის შესაბამისად ჩვენი ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას.

ზარქუას თქმით, მათ, ვინც მიუღებელია საქართველოს ინტერესისთვის, „უკან მიაბრუნებენ, როგორც აქამდე“ ხდებოდა.

„რაც შეეხება მცდელობას, რომ თითქოს მობილიზაცია გამოცხადდა იმიტომ, რომ ბოლო დღეებს ითვლის, სავარაუდოდ, პუტინის რეჟიმი, ასე არ არის, მეგობრებო. თუ არ ვცდები, თვითონ აქვთ იქ ჩაკეტილი [საზღვრები]. იმ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ ჩვენს ქვეყანაში ფულის დახარჯვა და დასვენება, ისევე მივიღებთ, როგორც ნებისმიერი ქვეყნიდან“, — განაცხადა ზარქუამ.


21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მობილიზაცია 300 000 კაცს შეეხება, თუმცა რუსეთს 25 მლნ ადამიანის მობილიზება შეუძლია.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი