პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა. საგარეო უწყების განცხადებით, პოლონეთმა კატეგორიულად დაგმო ბოლო თვეების განმავლობაში მათ საჰაერო სივრცის ბოლო დარღვევები, ამ შემთხვევაში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის მიერ. უწყება ამბობს, რომ ამან რეალური საფრთხე შეუქმნა პოლონეთის მცხოვრებთა უსაფრთხოებას.

საგარეოს განცხადებით, პოლონური მხარე მტკიცედ მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქმედებები, როლებიც საფრთხეს უქმნის პოლონელების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას და საავიაციო  კატასტროფის გამოწვევის რეალურ რისკს შეიცავს.

„ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის შემდგომი მცდელობები სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლონეთმა ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესია, რომელსაც უზარმაზარი მსხვერპლი მოაქვს, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.