ახალი ამბები

მობილიზაცია: ვის ეკრძალება რუსეთის დატოვება

21 სექტემბერი, 2022 • 3024
მობილიზაცია: ვის ეკრძალება რუსეთის დატოვება

რუსეთის ფედერალური კანონის თანახმად, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ყველას, ვინც წვევამდელის კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება.

კერძოდ, ამ კანონის 21-ე მუხლის თანახმად მოქალაქეები, რომლებიც დგანან სამხედრო აღრიცხვაზე, მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება“ სამხედრო კომისარიატების ან ფედერალური ხელისუფლების ბრძანების გარეშე.

The Insider „სამხედროების დედათა კომიტეტის“ მდივანზე, ვალენტინა მელნიკოვაზე დაყრდნობით წერს, რომ თუ ამ კატეგორიის მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლა სურს, უნდა მიმართოს სამხედრო კომისარიატს და ნებართვა მიიღოს.

მედუზა წერს, რომ რეზერვისტებს ნამდვილად შეიძლება შეუზღუდოთ ქვეყნის დატოვების უფლება, თუმცა კანონში არ არის დაკონკრეტებული, ხდება თუ არა ეს “ნაწილობრივი მობილიზაციის” დროს, რასაც ამჟამად რუსეთში აპირებენ.

მას შემდეგ, რაც პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაქვეყნა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა თვითმფრინავის ბილეთებზე.

რუსეთის რკინიგზამ და „ავიაფლოტმა“ “ინსაიდერს უთხრეს, რომ ჯერჯერობით არ იზღუდება 18-65 ასაკობრივი ჯგუფის კაცებზე ბილეთების გაყიდვა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ ადამიანებს, ვინც “ნაწილობრივ მობილიზაციაში” ხვდება, არ ურჩევს “თურქეთში კურორტებზე” გამგაზვრებას.

გარეკანი ფოტო: რუსული სამხედრო ძალების პროპაგანდისტული მურალი მოსკოვში


დღეიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მობილიზაცია 300 000 კაცს შეეხება, თუმცა რუსეთს 25 მლნ ადამიანის მობილიზება შეუძლია.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი