საზოგადოება

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

21 სექტემბერი, 2022 • 1203
პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მობილიზაცია დღევანდელი დღიდან დაიწყება.

„საუბარია ნაწილობრივ მობილიზაციაზე, რაც ნიშნავს, რომ გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება, უპირველესად კი მათ, ვისაც უმსახურია შეარაღებული ძალებში, აქვთ კონკრეტული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“, – ამბობს პუტინი.

მისივე თქმით, ყველა ეს ადამიანი აუცილებლად გაივლის დამატებით სამხედრო წვრთნებს.

Meduza წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თითოეული რეგიონიდან წვევამდელთა რაოდენობას დაადგენს. გუბერნატორებს კი ევალებათ გაწვევის უზრუნველყოფა.

გუშინ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმების შესახებ განაცხადეს.

რეფერენდუმის დაანონსების შემდეგ, საღამოს უნდა გამართულიყო პუტინის მიმართვა, თუმცა მისი ტრანსლირება დილამდე გადაიდო.

ვრცლად წაიკითხეთ:

დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის საოკუპაციო ძალებმა “რეფერენდუმები” დააანონსეს

მასალების გადაბეჭდვის წესი