ახალი ამბები

ვარკეთილში, თაყაიშვილის ქუჩაზე ავტობუსის ზოლი დახაზეს

1 აგვისტო, 2022 • 1938
ვარკეთილში, თაყაიშვილის ქუჩაზე ავტობუსის ზოლი დახაზეს

თბილისის მერიამ ვარკეთილში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე ავტობუსის ზოლი დახაზა.

თაყაიშვილის ქუჩას ორი სავალი ნაწილი აქვს, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით.

ავტობუსის ზოლის გაჩენის შემდეგ ავტომობილები 2-2 ზოლში იმოძრავებენ.

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს 2022 წლის ზაფხულიდან დაანონსებული აქვს 10 ძირითადი საავტობუსე დერეფნის ფარგლებში ავტობუსების ზოლების დამატება.

რამდენიმე კვირის წინ საავტობუსე ზოლები დახაზეს თამარაშვილის ქუჩაზე, მანამდე კი – ფიროსმანის ქუჩაზე ჩუღურეთში.

ავტობუსის ზოლი უნდა მოეწყოს თამარ მეფის გამზირზეც, სადაც ამჟამად სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო; ასევე, მელიქიშვილის გამზირზე, რომელიც 2022 წლის ბოლომდე სრულად გადაკეტილი იქნება სხვადასხვა ტიპის სამუშაოს გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი