ახალი ამბები

თამარ მეფის გამზირზე, თამარაშვილის ქუჩასა და დიდ დიღომში ბასლეინები მოეწყობა

25 მაისი, 2022 • 1892
თამარ მეფის გამზირზე, თამარაშვილის ქუჩასა და დიდ დიღომში ბასლეინები მოეწყობა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს ვიქტორ წილოსანის განცხადებით, 4 ივნისიდან რიგ მარშრუტებზე დაგეგმილია ავტობუსების და მიკროავტობუსების დამატება, ხოლო იმ ხაზებზე, სადაც მზავრთა ნაკადი მაღალია, მიკროავტობუსები ავტობუსებით ჩანაცვლდება.

მისივე თქმით, 10 ძირითადი საავტობუსე დერეფნის ფარგლებში, ამ ზაფხულს დაიწყება ავტობუსების ზოლების (ბასლეინების) მოწყობა თამარ მეფის გამზირზე, თამარაშვილის ქუჩასა და დიდ დიღომში (რამდენიმე ქუჩაზე).

„ჩვენ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები არ დავამატეთ და იმ ტერიტორიებზე, სადაც ეს არის დაგეგმილი, მივაწოდეთ უფრო მეტი რაოდენობის ავტობუსებს, გამტარუნარიანობის შეზღუდვის გამო კიდევ უფრო გავჭედავთ, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, — განუცხადა წილოსანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ზემიაღნიშნულ სამი საავტობუსე დერეფნის მოწყობა ზაფხულში იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი