განახლება: ბარათაშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისბრალდებით,უცხო ქვეყნის მოქალაქეცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.
დაჭრილი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.”
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში, ბარათაშვილის პარკში კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
„ფორმულას“ მოქალაქე უყვება, რომ სავარაუდოდ, ორ კაცსა და მოკლულს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ მარკეტში დაიწყო, თუმცა რა გახდა მიზეზი, უცნობია.
