ახალი ამბები

წითლიძის თქმით, აქციაზე „მონებოს“ დაწერისას თითი მოსტეხეს

26 ნოემბერი, 2021 • 2048
წითლიძის თქმით, აქციაზე „მონებოს“ დაწერისას თითი მოსტეხეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა წითლიძე აცხადებს, რომ საკრებულოსთან აქციისას პოლიციამ თითი მოსტეხა.

როგორც პარლამენტარი ფეისბუკზე წერს, ექიმების თანახმად, მას ორივე თვე დასჭირდება ფიქსატორი, შემდეგ კი, ოპერაცია.

„არა უშავს, ცხრა თითითაც ვიბრძოლებ“, – წერს ანი წითლიძე ფეისბუკზე.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ანა წით­ლი­ძემ ზუგ­დი­დის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შენო­ბის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს ხელი და­ი­ზი­ა­ნა.

„ვცდილობდი, დამეწერა „მო­ნე­ბო“ და ამი­ტომ მო­მ­ტე­ხეს თითი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

დღეს რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის (ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ბათუმი და ა.შ) ძველი მოწვევის საკრებულო, – რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში გასდის, – მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებდა.

ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძველმა საკრებულომ, რომელსაც რამდენიმე დღეში გასდის უფლებამოსილების ვადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს.

ვრცლად გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი