ახალი ამბები

მაიამი ბიჩთან საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაიღუპა 1, ეძებენ 51-ს

24 ივნისი, 2021 • 1232
მაიამი ბიჩთან საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაიღუპა 1, ეძებენ 51-ს

სამხრეთ ფლორიდაში, მაიამი ბიჩის მიმდებარედ, სერფსაიდში, საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც CNN წერს, არსებობს საფრთხე, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შენობა 10-სართულიანი იყო. სერფსაიდის მერის თქმით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე პირი კი, სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

ფოტო: მაიამის პოლიცია

ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. როგორც CNN-ს თვითმხილველი უყვება, თავად შენობის ნგრევის ხმა არ გაუგია და ღამით განგაშის სიგნალმა გააღვია. ქალი, რომელიც ამჟამად სხვა პირებთან ერთად უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, ამბობს, რომ როდესაც გარეთ გამოვიდა, უკვე ჩამონგრეული კორპუსი დაინახა.

როგორც CNN წერს, შენობას სახურავზე სარემონტო სამუშოები უტარდებოდა, თუმცა არის თუ არა ეს მომხდართან კავშირში, ამ დროისთვის დადგენილი არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი