ახალი ამბები

კრამონი აკრიტიკებს ენმ-ს, რომელიც პარლამენტში შედის მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე

31 მაისი, 2021 • 968
კრამონი აკრიტიკებს ენმ-ს, რომელიც პარლამენტში შედის მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აკრიტიკებს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შედის. 

კრამონი, რომელიც ენმ-ის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებამდე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა, წერს: 

“ძალიან სამწუხაროა, რომ ენმ-მ გადაწყვიტა ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. შეთანხმების მიზანი უკეთესი სასამართლო სისტემა და უფრო სამართლიანი პარლამენტია. პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე გასვლა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია”, – წერს კრამონი ტვიტერზე 30 მაისს. 

 

ენმ-მ 30 მაისს განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.

ენმ პარლამენტში შედის

მასალების გადაბეჭდვის წესი