ახალი ამბები

ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას – ვიოლა ფონ კრამონი

19 აპრილი, 2024 • 1035
ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „X-ზე“ ირაკლი კობახიძეს ეპასუხება, რომ ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსული კანონის წინააღმდეგია და  ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია. არც გერმანიის ელჩს.

ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება “რუსულ კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!

ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში, 2012 წლიდან დღემდე, ეტაპობრივად გააქრო ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება და სამოქალაქო ორგანიზაცია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი