ახალი ამბები

ენმ პარლამენტში შედის

30 მაისი, 2021 • 1124
ენმ პარლამენტში შედის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 30 მაისს გახდა ცნობილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

პარტიის სახელით განცხადება, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა.

პარლამენტში შესვლის პარალელურად ენმ არ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ დოკუმენტს. მელიას განმარტებით, შეთანხმება მათთვის მიუღებელ პუნქტს მოიცავს. ენმ-ს ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რომელ მუხლს გულისხმობს.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, მელიას განცხადებით ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც პარტიას შეეძლო. მისი თქმით, მმართველ პარტიას არ უნდა დარჩეს არც ერთი კომფორტის ზონა საქართველოში და მათ შორის არც პარლამენტში.

პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ქალაქებში, ქუჩებში, სოფლებში მთებში, ბარში – ყველგან ექნება დიდი წინააღმდეგობა ივანიშვილს, არსად დავუტოვებთ კომფორტის ზონას”, – განაცხადა მელიამ.

პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხზე ენმ-ში კონსულტციები მას შემდეგ მიმდიანრეობს, რაც ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. მელია ამ პერიოდში შეხვედრებს მართავდა რეგიონებში პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან, ის ასევე იმყოფებოდა კიევში, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი