ახალი ამბები

როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს — გრიგოლ ჟორდანია

14 აპრილი, 2021 • 1731
როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს — გრიგოლ ჟორდანია

რუსთაველის თეატრის კიდევ ერთი მსახიობი გრიგოლ ჟორდანია მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს ქალებს.

„მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს!“ — წერს გრიგოლ ჟორდანია ფეისბუკზე.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღლე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.

მაყაშვილს მანამდე საჯაროდ სოლიდარობა გამოუცხადეს რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, ანა სანაიამ, რეჟოსორმა დათა თავაძემ და სხვებმა.

ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი