“სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს[ნინუცა მაყაშვილს]…მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას…”სადღაც ცისარტყელას მიღმა”არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ,მასთან ერთად სცენაზე დგომას!!”, — წერს თამთა ინაშვილი.
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ მასზე ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური, თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც ქალი ორსულად იყო. თავად ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას.
ნინუცა მაყაშვილმა ძალადობის შესახებ გუშინ, რუსთავი 2-ის ერთ-ერთი გადაცემის – „ფარული კონვერტის“ დროს ისაუბრა.
ქალი ჰყვება, რომ ძალადობის მსხვერპლი ხშირად გამხდარა ზანგურის მხრიდან, მიზეზი კი ნებისმირი ბანალური რამ შეიძლება ყოფილიყო.
ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს