ახალი ამბები

ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა თეატრში მუშაობს, მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს – ანა სანაია

14 აპრილი, 2021 • 2494
ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა თეატრში მუშაობს, მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს – ანა სანაია

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ანა სანაია, ნინუცა მაყაშვილს საჯაროდ უცხადებს სოლიდარობას.

„ოჯახურ ძალადობაზე სრულად თვალს ხუჭავს ის საზოგადოება, ვინც ხალხთან უნდა მიდიოდეს და ძალით დახუჭულს ორი ხელით ახელინებდეს! თეატრლური საზოგადოება რაც იყავით, ეგ ხართ და ეგ იქნებით კიდევ დიდი ხანი. ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით. ნინუცა მაყაშვილს ჩემი მხარდაჭერა“, – წერს ის ფეისბუკზე.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.

მაყაშვილს მანამდე სოლიდარობა გამოუცხადა რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა. მან თქვა, რომ აღარ აპირებს ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე გამოსვლას.

ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.

წაიკითხეთ ვრცლად:

ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი