ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი აცხადებს, რომ მათ აზერბაიჯანთან „გარკვეული პოზიციები“ დაკარგეს თალიშის მიმარტულებით და სამხრეთ ფრთაზე.

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ პოზიციების დაბრუნება არ შეგვიძლია“, – წერს ის ტვიტერზე.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ