ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოროსს „ნახევრად მკვდარი ბერიკაცი“ უწოდა

20 აგვისტო, 2020 • 990
სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოროსს „ნახევრად მკვდარი ბერიკაცი“ უწოდა

სომხეის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ალენ სიმონიანმა მილიარდერ ფილანთროპ ჯორჯ სოროსს „ნახევრად მკვდარი ბერიკაცი“ უწოდა და იმის „დასამტკიცებლად“, რომ ხელისუფლება სოროსთან არ არის დაკავშირებული, განაცხადა:

„ვინ მიგდიან სოროსი, მამამისი ან ვინმე სხვა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობაზე ჰქონდეთ ზეგავლენა?! მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ ზეგავლენა სომხეთზე“.

მოგვიანებით სიმონიანმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა: „შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს ჰგონია, რომელიმე ორგანიზაციას შეიძლება მართლაც ჰქონდეს გავლენა. ეს მცდარია და ეს ყველა შესაძლებლობისთანავე იქნება ნაჩვენები“.

თავდაპირველი კომენტარი სიმონიანმა რამდენიმე დღის წინ გაზეთ „ჰრაპარაკთან“ გააკეთა. ამის შემდეგ „ღია საზოგადოების ფონდის“ სომხეთის ოფისმა პარლამენტს მოუწოდა, შეიქმნას ეთიკის კომიტეტი, რომელიც შეისწავლის, არის თუ არა ვიცე-სპიკერის განცხადება ეთიკის დარღვევა.

ფონდის ხელმძღვანელმა, ლარისა მინასიანმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია უმრავლესობის წარმომადგენლის მიერ „ამგვარი ლექსიკის“ გამოყენებით იმ ორგანიზაციის მისამართით, რომელიც სომხეთის დემოკრატიას 1997 წლიდან უჭერს მხარს.

სომხეთის 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის ბიოგრაფია დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფონდებს უკავშირდება. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშინიანის წინააღმდეგ ჰომოფობიურ და ანტისემიტურ ენასაც იყენებენ, ასევე, აკრიტიკებენ მის გუნდს „სოროსელობის“ გამო.

ამასთან, სომხეთის ხელისუფლება „სოროსელებად“, როგორც შეურაცხმყოფელად, დახასიათებული ჰყავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ „სომხეთში მომხდარი „რევოლუცია“ სოროსის და მასთან დაახლოებული წრეების მორიგი პროვოკაციაა“.

მიკა არტიანმა, ქვიარ უფლებათა აქტივისტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადების პასუხად ტვიტერზე დაწერა: „სომხეთის პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილე ალენ სიმონიანი იყენებს „ანტისოროსულ“ ენას იმის დასამტკიცებლად, რომ მათ [ხელისუფლებას] სოროსი არ ხელმძღვანელობს, როგორც წინა რეჟიმის მხარდამჭერი სიძულვილის ჯგუფები ამტკიცებენ. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?… რას ველოდოთ ამის შემდეგ? მოდით, გამოიყენეთ ჰომოფობიური ენა იმის დასამტკიცებლად, რომ არ უჭერთ მხარს ლგბტ ადამიანების უფლებებს და ა.შ, ან გადაიქეცით ძველ რეჟიმად“…

ნახეთ ასევე:

ერევანში სტუდენტური ჯგუფის წევრებმა ბლოგერის ნაგვის ურნაში ჩაგდება სცადეს

დღესდღეობით, სოროსის ფონდის „დასრულებას“ საქართველოში „ქართული მარშიც“ მოითხოვს. აღნიშნულ თემაზე აქციებს ჯგუფი პერმანენტულდა მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი