ახალი ამბები

დეკანოზ შალვა კეკელიას გაფრთხილება მიეცა – საპატრიარქოს პრესმდივანი

16 აპრილი, 2020 • 3403
დეკანოზ შალვა კეკელიას გაფრთხილება მიეცა – საპატრიარქოს პრესმდივანი

საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დეკანოზ შალვა კეკელიას გაფრთხილება მიეცა.

ტვ პირველის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დეკანოზ ჯაღმაიძეს შეახსენა  დეკანოზ კეკელიას გამონათქვამი, რომელიც ეპიდემიის გავრცელების რისკს შეიცავს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას:

„რა ქრისტიანი ხარ, თუ აღდგომის ლიტურგიაზე არ მოხვალ“…

ჟურნალისტმა საპატრიარქოს პრესსპიკერს ჰკითხა, რა ზომებს იღებს საპატრიარქო ასეთი შემთხვევებისთვის, როდესაც სასულიერო პირი „აჭარბებს უფლებამოსილებას, არ ემორჩილება არც კანონს და არც ხელისუფლებისა და ეკლესიის შუალედურ გადაწყვეტილებას“ და ამბობს, რომ 2000 ადგილს უმზადებს მრევლს.

„მამა შალვა კეკელიას მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი ნათქვამი წინააღმდეგობაში მოდის ეკლესიის გაცხადებულ პოზიციასთან, ისევე, როგორც სახელმწიფოს მიღებულ ზომებთან. ის გააფრთხილეს, კიდევ ერთხელ გაუმახვილეს ამაზე ყურადღება და მან გააკეთა უკვე შესაბამისი განცხადება“, – უპასუხა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

„ამას ვამბობდი, რომ ერთ მხარეს ვიღაცა და ამბობს, რომ ეკლესიები უნდა დავხუროთ, ხდება მეორე მხარის რადიკალიზაცია. რა თქმა უნდა, არ არის სწორი ეს მოწოდება და მამა შალვამ კარგად იცის ეს“, – თქვა მან.

თუმცა წამყვანმა საპატრიარქოს წარმომადგენელს შეახსენა, რომ ამის შემდეგაც განაცხადა დეკანოზმა კეკელიამ, რომ მისი  2000 მრევლი ლიტანიობისთვის 2 000 ადამიანზე გათვლილ სივრცეს ამზადებს.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, ეკლესიებში არ წავიდნენ და თავშეყრის ადგილებს თავი აარიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კორონავირუსი უფრო გავრცელდება და ქვეყანას მეტი მსხვერპლი ეყოლება.


იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სააღდგომოდ ტაძრების ღიად დატოვებაში მოიაზრება, რომ იქ სასულიერო პირები უნდა იყვნენ.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, პანდემიის მასობრივად გავრცელების რისკის მიუხედავად, მსახურებას აგრძელებს.

ეკლესიის და სახელმწიფოს წარმომადგებლები აცხადებენ, რომ მრევლი იცავს ტაძრებში დისტანცირების წესებს, თუმცა ამით პანდემიის გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად არ მცირდება, იმის გათვალისწინებითაც, რომ უცვლელი დარჩა საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკა.

15 აპრილს საპატრიარქოსა და მთავრობაში გაიმართა პრესკონფერენციები, სადაც სპიკერებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შეთახნმების შედეგად, კვირას, აღდგომაზე, მაინც გაიმართება მსახურება და მრევლი მაინც ივლის წირვებზე.

როგორც თეოლოგი, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელი და ინსტიტუციის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი ბასილ კობახიძე ბოლო პერიოდში ხშირად მიუთითებს, — არასწორია მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე სწორება, რადგან ხალხის დიდი რაოდენობით ნებისმიერი შეკრების დროს არსებობს პანდემიის გავრცელების რისკი;

არაერთი კრიტიკოსის შეფასებით, ამ პროცესებში გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის დაკისრებულ მოვალეობას და ვერ ახერხებს, გავლენიანი მართლმადიდებელ ეკლესიის მიერ შექმნილი საფრთხე ააცილოს მოსახლეობას.

იმნაძე: ვთქვათ უარი ერთხელ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს

კეკელიას მრევლი ლიტანიობისთვის 2 000 ადამიანზე გათვლილ სივრცეს ამზადებს

მასალების გადაბეჭდვის წესი