ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს სინოდზე – საპატრიარქოს განმარტება

2 ნოემბერი, 2023 • 938
რა საკითხები განიხილეს სინოდზე – საპატრიარქოს განმარტება

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სხდომაზე მიმოიხილეს საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ტაძრების მდგომარეობა.

„მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. მიმოხილული იყო მაღალმთიანი რეგიონების ეპარქიები. ასევე, ზოგადად იყო განხილული პოლიტიკური და საომარი ვითარებები, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება“, — განაცხადა ჯაღმაიძემ.

მანამდე დეკანოზი გამოეხმაურა და უსაფუძვლო უწოდა სოცქსელებსა თუ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ვარაუდებს, თითქოს ილია მეორე დღეს გადადგომას აპირებს.

„ჩამოვთვალე ,რაც იყო, დანარჩენი სპეკულაციებია“, — თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

სინოდის სხდომა 2 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი