ახალი ამბები

ჩვენ არ გვყავს მილიარდერი დონორები, ჩვენ გვყავს ხალხი – ბერნი სანდერსი

4 მარტი, 2020 • 994
ჩვენ არ გვყავს მილიარდერი დონორები, ჩვენ გვყავს ხალხი – ბერნი სანდერსი

მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატურა მოხსნა და მხარი ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუჭირა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, დემოკრატიულმა სოციალისტმა ბერნი სანდერსმა განაცხადა:

„შეუძლებელია ტრამპის ისევ ამ ძველებული პოლიტიკით დამარცხება. ჩვენ ახალი პოლიტიკა გვჭირდება, რომელსაც შემოჰყავს მუშათა კლასის წარმომადგენლები და ახალგაზრდები პოლიტიკურ მოძრაობაში“, – დაწერა მან.

მას შემდეგ, რაც კანდიდატურები მოხსნეს, პრეზიდენტობის კანდიდატებმა, პიტ ბუტიჯიჩმა, ბეტო ო’რურკმა, ემი კლობუჩარმა და მაიკ ბლუმბერგმა ბერნი სანდერსის ოპონენტს, ჯო ბაიდენს დაუჭირეს მხარი. ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას იკავებდა ვიცეპრეზიდენტის პოსტს.

„სუპერ სამშაბათის“ (საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიული პარტიის პრაიმერი (შიდა არჩევნები) 14 შტატში) შემდეგ ორი ფავორიტი გამოიკვეთა — ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი. ისინი ამჟამად თითქმის თანაბარი შედეგით აგრძელებენ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლას.

ბლუმბერგმა ბაიდენის სასარგებლოს რამდენიმე საათის წინ მოხსნა კანდიდატურა და დაწერა: „ყოველთვის მჯეროდა, რომ დონალდ ტრამპის დამარცხება იწყება ისეთ კანდიდატთან გაერთიანებით, რომელსაც ამის ყველაზე დიდი შანსი აქვს. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, ცხადია, რომ ასეთი კანდიდატი ჩემი მეგობარი და დიდი ამერიკელი, ჯო ბაიდენია“

სწორედ ამის შემდეგ დაწერა სანდერსმა ტვიტერზე ეს სიტყვები. ის ასევე წერს:

„ეს [ჩვენი] კამპანია განსხვავებულია. ჩვენ მივიღეთ 8.7 მილიონი კონტრიბუცია 1.9 მილიონი დონორისგან. ჩვენ არ ვატარებთ ისეთ ღონისძიებებს, სადაც მილიონობით დოლარს გვირიცხავენ. პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტი (PAC – კერძო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად მილიონობით დოლარს ხარჯავს) ჩვენს სატელევიზიო რეკლამაში არ ხარჯავს მილიონობით დოლარს. ჩვენ არცერთი მილიარდერი დონორი არ გვყავს… ჩვენ გვყავს ხალხი!“.

ბერნი სანდერსიც 77 წლისაა. ათწლეულების განმავლობაში სანდერსი პირველი ამერიკელი ლიდერი იყო, ვინც აცხადებდა, რომ დემოკრატიული სოციალისტია.

ბაიდენს კლობუჩარმა, ბუტიჯიჯმა და ო’რურკმა მხარი დაუჭირეს

მასალების გადაბეჭდვის წესი