ახალი ამბები

ბაიდენს კლობუჩარმა, ბუტიჯიჯმა და ო’რურკმა მხარი დაუჭირეს

3 მარტი, 2020 • 943
ბაიდენს კლობუჩარმა, ბუტიჯიჯმა და ო’რურკმა მხარი დაუჭირეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან – ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისმა თანაპარტიელებმა და კანდიდატობისთვის მებრძოლმა ყოფილმა კონკურენტებმა  – სენატორმა ემი კლობუჩარმა, საუთ ბენდის ყოფილმა მერმა პიტ ბუტიჯიჯმა და ყოფილმა კონგრესმენმა ბეტო ო’რურკმა დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

სამი ყოფილი მოწინააღმდეგის მხარდაჭერა ბაიდენისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „სუპერ სამშაბათამდე“, როცა პრაიმერი, ანუ შიდაპარტიული არჩევნები 14 შტატში ჩატარდება. ბაიდენი ამჟამად ჩამორჩება დემოკრატთა შიდაპარტიული მარათონის ლიდერს – ბერნი სანდერსს.

სანდერსმა პირველ ოთხ პრაიმერში ორი გამარჯვება მოიპოვა – ნიუ ჰემფშირსა და ნევადაში, აიოვასა და სამხრეთ კაროლინაში კი მეორე ადგილი დაიკავა. ბაიდენი, თავის მხრივ, წარმატებული მხოლოდ სამხრეთ კაროლინაში გამოდგა.

დემოკრატთა შიდაპარტიული არჩევნების გამარჯვებული ნოემბერში რესპუბლიკელების კანდიდატს, დიდი ალბათობით, მოქმედ პრეზიდენტს – დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი