საზოგადოება

„სუპერ სამშაბათი“: შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპმა და ბაიდენმა გაიმარჯვეს

6 მარტი, 2024 • 824
„სუპერ სამშაბათი“: შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპმა და ბაიდენმა გაიმარჯვეს

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება „სუპერ სამშაბათს“ ქვეყნის მასშტაბით გამართულ პრაიმერებში.

დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკელთა“ ხმები მოიგო 12 შტატში, მათ შორის, დელეგატებით მდიდარ კალიფორნიასა და ტეხასში. გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ნიკი ჰეილიმ, წინასწარი პროგნოზით, მხოლოდ ვერმონტში გაიმარჯვა.

ბაიდენმა მოიგო დემოკრატიული კანდიდატების კონკურსი 14 შტატში, პლუს აიოვაში, სადაც ხალხი ხმას ფოსტით აძლევდა.

სამშაბათს ათზე მეტმა შტატმა ჩაატარა პრაიმერი ან კოკუსი (კანდიდატებისა და ამომრჩევლების არაფორმალური შეხვედრა, სადაც დელეგატებს შეირჩევა).

ისინი, ვინც შიდაპარტიულ არჩევნებში საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებენ, მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილ პარტიულ ყრილობებზე ოფიციალურად გახდებიან ამ პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერსაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი