ახალი ამბები

რახან საოკუპაციო რეჟიმია, ყველაფერი ტყუილია? – კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილზე

16 დეკემბერი, 2019 • 1663
რახან საოკუპაციო რეჟიმია, ყველაფერი ტყუილია? – კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილზე

თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე მიიჩევს, რომ შესაძლოა, სიმართლე იყოს ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახურის ვერსია პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ.

საუბარია ცხინვალის KGB-ს მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასა და აუდიოჩანაწერებზე.  ცხინვალი ირწმუნება, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა და “კანონდარღვევა” წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ერეკლე კუხიანიძემ სწორედ ეს ინფორმაცია გააზიარა ფეისბუკზე.

ტელლეკომპანია “პირველის” წამყვანმა კუხიანიძეს ჰკითხა, სჯეროდა თუ არა ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციის.

“ამ ნარატივის საწინააღმდეგოდ მინდა ვისაუბრო სწორედ. რახან საოკუპაციო რეჟიმია, ე.ი. მთელი ინფორმაცია, ყველაფერი ტყუილია? ეგრე არ არის”, – უპასუხა ერეკლე კუხიანიძემ ვახო სანაიას [სტილი დაცულია].

კუხიანიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ცხინვალში გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა, თან აგინა.

ერეკლე კუხიანიძე ამჯერად ცხინვალის KGB-ს ვერსიას ავრცელებს გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი