თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. კუხიანიძეს „ოცნება“ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახისა და სხვების შესახებ შეუარცხმყოფელი განცხადებების შემდეგ დაატოვებინეს.
ახლა კი კუხიანიძე ეხმაურება საკრებულოში ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს და ამბობს, რომ ეს დაუშვებელია.
„სრულიად დაუშვებელია, რაც გააკეთეთ ბატონი ხაბეიშვილის მიმართ. ხელით შეხება დეპუტატზე – ეს არის სრულიად დაუშვებელი. ბოდიში, მაგრამ ვიღაცა მთელ პარტიას ღორებს რომ გეძახით, იმის გამო, რომ მე გავაკრიტიკე ვიღაც, მე რომ გამაგდეთ პარტიიდან – ეგ რა იყო? რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომელმაც ხალხის მტერი… მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეგ დემაგოგია იყო და ტყუილი, მაგრამ მაგიტომ მოხსენით, ხომ, რომ ხალხის მტერი დასვა სავარძელში. რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობ?
რატომ ისარგებლა პარტიაში პარტიის კორუფციულმა ნაწილმა, რომელსაც რევოლუცია აქვს მოხდენილი ქართულ ოცნებაში და რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ ნორმალური დემოკრატიული პროცესები განვითარდეს?“, – ამბობს კუხიანიძე.