ახალი ამბები

“მსგავსი შინაარსის საუბარები არც ყოფილა” – შსს-ს პრესსამსახური მეუფე იაკობის ბრალდებაზე

26 ოქტომბერი, 2019 • 974
“მსგავსი შინაარსის საუბარები არც ყოფილა” – შსს-ს პრესსამსახური მეუფე იაკობის ბრალდებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ შეხვედრა, რომელის მონაწილედაც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაასახელა, საერთოდ არ გამართულა.

“ასეთი შეხვედრა არ გამართულა და მსგავსი შინაარსის საუბრები არც ყოფილა”, – აცხადებენს შსს-ს პრესსამსახურში.

მეუფე იაკობმა დღეს ტელეკომპანია “პირველს” განუცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას პრემიერის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ თავად გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის იმდროინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური (ახლანდელი შს მინისტრი) და ასევე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. როგორც მეუფე იაკობი ირწმუნება, თანამდებობის პირებმა მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარება სთხოვეს. სასულიერო პირის განცხადებით, აღნიშნულს ისინი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.

აღნიშნულ ბრალდებას დღესვე გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარია და მას სისულელე უწოდა.


ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი