ახალი ამბები

მსგავსი სისულელეები საზღვარს გასცდა – გახარია მეუფე იაკობის ბრალდებაზე

26 ოქტომბერი, 2019 • 2196
მსგავსი სისულელეები საზღვარს გასცდა – გახარია მეუფე იაკობის ბრალდებაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახასრია სისულელეს უწოდებს პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარიამ, გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა მას პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარება სთხოვეს.

“ცოტა შოკირებული ვარ. ეს ის მეუფეა, რომელმაც თქვა, გახარია თუ პრემიერი გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღეობის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო.  მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. შესაბამისად, ამ სისულელეებზე უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ”, – თქვა გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან.

პრემიერს კიდევ ერთხელ ჰკითხეს მეუფე იაკობის ბრალდებებზე, რაზეც მან უპასუხა:

“რატომ აკეთებს მეუფე ასეთ განცხადებებს, მეუფეს ჰკითხეთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი სისულელეები საზღვარს გადასცდა. არ ვადასტურებ, სისულელეებზე ნუ მეკითხებით.”


მეუფე იაკობმა დღეს ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი