ახალი ამბები

საქართველოს გული ამაზონის ტყესთან ერთად იწვის — ზურაბიშვილი

23 აგვისტო, 2019 • 1952
საქართველოს გული ამაზონის ტყესთან ერთად იწვის — ზურაბიშვილი

„საქართველოს გული ამაზონის ტყესთან ერთად იწვის. ვუერთდებით ძალისხმევას ჩვენი პლანეტის გადასარჩენად და მოგიწოდებთ, ერთად ვიმოქმედოთ ამაზონის გადასარჩენად“, — დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე 23 აგვისტოს.

ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა, ხანძართა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.

ნახეთ ვრცლად:

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ამაზონის ხანძარს ვერ აქრობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი