ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელის განცხადებას, დღეს, პირველ მაისს, თბილისში გამთენიისას ანტირუსული პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
კრამონის თქმით, განვითარებული მოვლენების საპასუხოდ აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
“ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები!
- ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა;
- ქართული პროექტების დაფინანსების შეწყვეტა;
- ბიძინა ივანიშვილის სანქცირება;
- მგზავრობის აკრძალვა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხმას აძლევენ რუსულ კანონს” – წერს ევროპარლამენტარი X-ზე.
We need concrete consequences!
– withdrawal of the EU-candidate status
– stop the funds for ?? projects
– sanction Bidzina Ivanishvilli
– travel bans for MPs who vote in favour of the #RussianLaw https://t.co/NBnlqnCan7— Viola von Cramon ?????? (@ViolavonCramon) May 1, 2024
30 აპრილის საღამოს და 1 მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.
შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს.
- ომბუდსმენი შსს-ს: არ გამოიყენოთ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ
- Anonymous „ოცნების“ ხელისუფლებას აქციის დარბევის გამო აფრთხილებს: „დაგველოდეთ!“
- „ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს“ — მთავარეპისკოპოსი ზენონი აქციაზე მივიდა