ახალი ამბები

საქართველოში არსებულ ვითარებაზე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ესაუბრა

24 აპრილი, 2024 • 722
საქართველოში არსებულ ვითარებაზე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, სატელეფონო საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა.

როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა არჩევნების გზით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ აუცილებლად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მისი თქით, სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას
შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ასევე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.

მისი განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი