ახალი ამბები

„ხელისუფლების ამოცანაა, მომავლის გზა უნებურად არ გადაკეტოს“ — ბერბოკი

1 მაისი, 2024 •
„ხელისუფლების ამოცანაა, მომავლის გზა უნებურად არ გადაკეტოს“ — ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომლის დასაცავადაც ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოდის.

„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავადაც ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. მისი საფუძველია დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების ამოცანაა, მომავლის გზა უნებურად არ გადაკეტოს“, — წერს ბერბოკი X-ზე.


30 აპრილის საღამოს და 1 მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი