ახალი ამბები

ეს მისი სულის გამოსაფხიზლებლად იყო – რას წერდა დეპუტატი მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზე

30 მაისი, 2019 •
ეს მისი სულის გამოსაფხიზლებლად იყო – რას წერდა დეპუტატი მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზე

ქუთაისის საკრებულოს წევრი,  “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარე” ნანა კოსტავა 2017 წლის თებერვალშიც, მაშინ როცა ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ფაქტის შესახებ ნიშნის მოგებით წერდა.

“შვილის დაკარგვა დიდი უბედურებააა… ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად”, – 2017 წლის თებერვალში საჯაროდ დაწერა ნანა კოსტავამ ფეისბუქის პირად გვერდზე. კომენტარებში კი აზუსტებს, რომ ნამდვილად მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზე წერს.

“დედამისი ძალიან ყვარებია უფალს ასეთი განსაცდელი რომ მოუვლინა….” – ეს უკვე იგივე სტატუსის ქვემოთ ნანა კოსტავას დატოვებული კომენტარია.

ნანა კოსტავას აღნიშნული ფეისბუკსტატუსი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2019 წლის 28 მაისს 16 წლის სკოლის მოსწავლის გარდაცვალებაზე დაწერა.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. მოგვიანებით კოსტავამ პოსტი წაშალა. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ამავე თემაზე

ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის პეტიციას 1800-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს

ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის პეტიციას 1800-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ნანა კოსტავამ სალომე ბარკერის დის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი ფეისბუკიდან წაშალა. მან ასევე წაშალა კომენტარი, რომლითაც ბოდიშს იხდიდა პირველი პოსტის გამო.

“არ ვიცოდი ბარკერის ოჯახზე თავს დამტყდარი უბედურება” – საკრებულოს წევრი

მასალების გადაბეჭდვის წესი