საერთაშორისო მედიის ცნობით, თურქეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ვერ შედგა და მდგომარეობა ნორმალიზებულია.

15 ივლისს, საღამოს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. სროლებისა და აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის სტამბულსა და ანკარაში. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *