ახალი ამბები

აფეთქებები და სროლა სტამბულსა და ანკარაში [ფოტო/ვიდეო]

16 ივლისი, 2016 • 1489
აფეთქებები და სროლა სტამბულსა და ანკარაში [ფოტო/ვიდეო]

15 ივლისს, საღამოს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. საერთაშორისო მედიის ცნობით, სროლებისა და აფეთქებების ხმა ისმის სტამბულსა და ანკარაში.

გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ გახსნეს ცეცხლი ვერტმფრენიდან.

სამხედროები, რომლებიც აჯანყების უკან დგანან, აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალაუფლება მათ ხელშია. ერდოღანის მთავრობა ამას არ ეთანხმება. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ გადატრიალება წარმატებით დასრულდება და მოქალაქეებს მოუწოდა, ქუჩაში გამოსულიყვნენ და წინააღმდეგობა გაეწიათ სამხედრო გადატრიალებისთვის. ტაქსიმის მოედანზე მართლაც გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც სამხედროების ქმედებებს აპროტესტებენ:

 

გარდა ამისა, ვრცელდება ფოტოები, თუ როგორ უდგებიან წინ მთავრობის მომხრე ადამიანები აჯანყებულების ტანკებს:

მასალების გადაბეჭდვის წესი