ახალი ამბები

“დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია” – მორიგი მსვლელობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით

17 ივნისი, 2016 • 3238
“დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია” – მორიგი მსვლელობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით

დღეს, 17 ივნისს, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით თბილისში, მეტრო “რუსთაველიდან” პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები “ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის ჰუმანური ნარკოპოლიტიკით შეცვლას” ითხოვდნენ.

17 ივნისს, საღამოს 8 საათზე, აქციის მონაწილეებმა შეკრება რუსთაველის მეტროსთან დაიწყეს და პარლამენტისკენ მოაწყვეს მსვლელობა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის უპირობო დეკრიმინალიზაციას, პირადი მოხმარების მიზნით ნივთიერებათა ოდენობების “ადეკვატურად განსაზღვრას”, “ადამიანის ღირსების შემლახავი ურინოტესტირების” პრაქტიკის შეწყვეტას, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის არსებული ჯარიმების გაუქმებას, წამალდამოკიდებული პირებისთვის მკურნალობა-რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების სერვისების დანერგვასა და საჭირო ფინანსების გამოყოფას.

პროტესტის მონაწილეებმა შეკრება რუსთაველის მეტროსთან საღამოს 8 საათზე დაიწყეს. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პროტესტის მონაწილეებმა შეკრება რუსთაველის მეტროსთან საღამოს 8 საათზე დაიწყეს. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“აქცია და პროტესტი არ ეხება საზოგადოების ერთ მცირე ნაწილს, ეს ეხება ძალიან დიდ ჯგუფებს და, რაც მთავარია, პოლიციურ სახელმწიფოს, რომელიც არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნარკოტიკულ დანაშაულზე ორიენტირებული. ნარკოტიკული დანაშაული არ არის პოლიციისთვის ერთი რიგითი დანაშაული. ეს არის მასობრივი კონტროლის საშუალება და სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ზრუნვის მანტიის ქვეშ ჩვენზე იძალადოს”, – თქვა აქციაზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა, გურამ იმნაძემ.

რუსთაველის მეტროდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყოფილი შენობისკენ დაიწყეს მსვლელობა. მათ რუსთაველის გამზირის ერთი ნაწილი დაიკავეს და პოლიციის თანხლებით განაგრძეს მსვლელობა. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

რუსთაველის მეტროდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყოფილი შენობისკენ დაიწყეს მსვლელობა. მათ რუსთაველის გამზირის ერთი ნაწილი დაიკავეს და პოლიციის თანხლებით განაგრძეს მსვლელობა. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“მიგვაჩნია, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის ჭრილში დაყენებული პრობლემები საყურადღებოა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას საჭიროებს. დღეს ნარკომომხმარებელთა მიმართ მკაცრი სანქციების დაკისრების არსებული მიდგომა, ადამიანთა ღირსების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრხეს შეიცავს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ლევან აბზიანიძის საქმე, რომელიც  შარდმდენი პრეპარატების იძულებით მიღების შემდეგ გარდაიცვალა. ამ და სხვა მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუსრულებია გამოძიება, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს პასუხისმგებელი პირების გულგრილობასა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას”, – ასე გამოეხმაურა აქცია-მსვლელობას “სამართლიან არჩევნები” (ISFED)“.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ყოფილის შენობისკენ მიდიან. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქციის მონაწილეები პარლამენტის ყოფილის შენობისკენ მიდიან. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ისფედის რეკომენდაციით, “მნიშვნელოვანია, ხელისუფლება ყურადღებით მოეკიდოს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მოთხოვნებს და შეიმუშაოს დანაშაულთან ბრძოლის ჰუმანური სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვისაკენ. აუცილებელია დაიწყოს კანონმდებლობის რეფორმირება, რომლითაც გაიმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებისა და მათი კომერციული მიზნით გასაღებისთვის სამართლებრივი შედეგები”.

"ხმაურის დროა", "ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს", "დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია" - ხშირად იმეორებდნენ აქციის მონაწილეები. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ხმაურის დროა”, “ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს”, “დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია” – ხშირად იმეორებდნენ აქციის მონაწილეები. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქციაზე გაიხსენეს ლევან აბზიანიძეც. აქციის გამართვა სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული: ის 2015 წლის 17 ივნისს გარდაიცვალა ქუთაისში. ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი შარდმდენი აბები გახდა, რომელიც მას ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დაალევინეს პოლიციის გამყოფილებაში. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტიზის პირველადი მონაცემების თანახმად, ორგანიზმში  შარდმდენი აბების კვალის არსებობა დასტურდება, თუმცა 1 წლისთავზე კვლავ არ არსებობს ექსპერტიზის კომპლექსური დასკვნა, რომლის მიხედვით დადგინდებოდა, თუ რამ გამოიწვია ლევან აბზიანიძის სიკვდილი.  

პარლამენტთან შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მუსიკოსის ხსოვნას. ის დღეს, 17 ივნისს. ქართული მუსიკალური ბენდის, “კუნგ ფუ ჯანქის” დამფუძნებელი წევრი, თაზო ლიპარტელიანი, იგივე “გრინჩი”, გარდაცვლილი იპოვეს. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პარლამენტთან შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მუსიკოსის, “გრინჩის”,  ხსოვნას. დღეს, 17 ივნისს. ქართული მუსიკალური ბენდის, “კუნგ ფუ ჯანქის” დამფუძნებელი წევრი, თაზო ლიპარტელიანი, იგივე “გრინჩი”, გარდაცვლილი იპოვეს. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ახლანდელ ნარკოპოლიტიკაზე აქციის მონაწილეების მსგავსი შეხედულება აქვს საქართველოს სახალხო დამცველსაც. ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში “რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჰუმანური ნარკოპოლიტიკით უნდა შეიცვალოს”. 2016 წლის 15 ივნისს  ნარკომოხმარებისთვის დაკავება ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.  მისი  აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ერთ შემთხვევაში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა არ შეესაბამება ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისგან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს. ომბუდსმენის აზრით, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. 

“ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს” - აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ბექა წიქარიშვილი. ის იყო სხვა მოძრაობის - “ბექა კრიმინალი არ არის” - ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელიც სამართალდამცავებმა მარიხუანას შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. 2015 წლის 24 ოქტომბერს კი საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს” – აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ბექა წიქარიშვილი. ის იყო მოძრაობის, – “ბექა კრიმინალი არ არის”, – ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელიც სამართალდამცავებმა მარიხუანას შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. 2015 წლის 24 ოქტომბერს კი საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებდა პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ლაშა ბახუტაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 2013 წელს დააკავეს. მას 0,00009 გრ ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინისთვის (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) 5-დან 8 წლამდე პატიმრობაემუქრება.

აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის ყოფილ შენობასთან. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის ყოფილ შენობასთან. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ბახუტაშვილის ადვოკატმა, ნინო გელაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის ნოემბერს მიმართეს და გაასაჩივრეს სსკ-ს 260 მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი. მისივე თქმით, ბახუტაშვილს ბრალი ამ მუხლით აქვს წარდგენილი.

აქციას ლაშა ბახუტაშვილის მეუღლე, ნინო მინდიაშვილიც, შემოუერთდა. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქციას ლაშა ბახუტაშვილის მეუღლე, ნინო მინდიაშვილიც, შემოუერთდა. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქციას შეუერთდა ბესო ხუციშვილი – ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აიძულეს, დახმარებოდა ლაშა ბახუტაშვილის დაკავებაში. შემდეგ კი თვითონაც დააკავეს.

აქციაზე გაიხსენეს კოტე ჯაფარიძე. მას 2016 წლის 30 მაისს 2 გრ ექსტაზის (MDMA) შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25 000 ლარის ჯარიმა და 5 წელი პირობითი სასჯელი დააკისრა. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქციაზე გაიხსენეს კოტე ჯაფარიძე. მას 2016 წლის 30 მაისს 2 გრ ექსტაზის (MDMA) შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25 000 ლარის ჯარიმა და 5 წელი პირობითი სასჯელი დააკისრა. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრის, დათო ლაღიძის თქმით, 18 ივნისიდან ისინი ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ, რათა პრეზიდენტს მიმართონ კოტე ჯაფარიძის შეწყალების მოთხოვნით.

აქციის მონაწილეები დაახლოებით საღამოს 10 საათისათვის დაიშალნენ. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია დღეს ქუთაისშიც გაიმართა. თბილისის აქციის მონაწილეები კი დაახლოებით საღამოს 10 საათისათვის დაიშალნენ. 17.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი