ახალი ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირია დაკავებული — შსს

14 მარტი, 2024 • 658
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირია დაკავებული — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, იმერეთსა და აჭარაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის, 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო  შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული  საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების  ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული მ.ს., 1994 წელს  დაბადებული ა.ბ., 2001 წელს დაბადებული პ.ი., 2000 წელს დაბადებული ჰ.ბ.,  1992 წელს დაბადებული ა.ი. 1991 წელს დაბადებული ი.დ., 2000 წელს  დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ზ.ღ., 1984 წელს დაბადებული მ.თ.

დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ  დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს.-ს სხეულით შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 300 გრ. „ჰეროინი“, ხოლო ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულების – ი.დ.-ს, ზ.ღ.-ს და  მ.თ.-ს პირადი საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად  ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული  საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ .

შსს-სვე ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, პ.ი.-ს და ჰ.ბ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „პსილოცინი“.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული  საშუალებები „კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ , ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას  ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ , რომელიც მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით
შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

შსს ასევე ავრცელებს ინფორმაციას აჭარაში ჩატარებულ ოპერაციაზე, რომლის მიხედვითაც, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ა.ი.- ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურში ახდენდა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი