უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი მიმართავს რუსეთის სამხედროებს და მობილიზაციაზე გაწვევის შემთხვევაში ურჩევს, უკრაინას ტყვედ ჩაბარდნენ.

„თუ თქვენ გაგიწვიეს მობილიზაციაზე და აღმოჩნდით უკრაინის ტერიტორიაზე, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ ტყვედ ჩაგვბარდეთ. ასე შეინარჩუნებთ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის ყველაზე ღირებულს – სიცოცხლეს. ეს უკეთესია, ვიდრე უღირსი სიკვდილი უცხო მიწაზე.

ტყვეობაში თქვენ გარანტირებული გექნებათ უსაფრთხოება და ტყვედ ყოფნის ღირსებული პირობები.

დროთა განმავლობაში თქვენ შეიძლება გადაგცვალონ უკრაინელ ტყვეებში. თუმცა, თუ თქვენ რუსეთში დაბრუნება არ მოგინდებათ, ჟენევის კონვენციისა და უკრაინის კანონების თანახმად, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ არ გადაგცემენ რუსეთს“, – წერს ვიცე-პრეზიდენტი.


21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მობილიზაცია 300 000 კაცს შეეხება, თუმცა რუსეთს 25 მლნ ადამიანის მობილიზება შეუძლია.

წაიკითხეთ ამ თემაზე: