ახალი ამბები

გოგი თოფაძე: პარლამენტიდან წასვლას ვერავინ დამაძალებს

1 მარტი, 2016 • 1416
გოგი თოფაძე: პარლამენტიდან წასვლას ვერავინ დამაძალებს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გოგი თოფაძის ინიცირებული კანონპროექტი  “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენით განიხილეს.

სწორედ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ დაფიქრდება გოგი თოფაძე პარლამენტის დატოვების თაობაზე, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ განაცხადა.

გოგი თოფაძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ ამ კანონის გარდა პარლამენტში სხვა კანონებზეც მუშაობს. მისივე სიტყვებით, პარლამენტის დატოვებას ვერავინ დააძალებს:

“ამ კანონს რომ მივიღებთ, რამოდენიმე კანონი მზადდება ჩვენი გუნდის მიერ ქიმიურ დანამატებზეც, იწამლება ხალხი და ძალიან ცუდი კონტროლია სურსათის უვნებლობის საკითხში.  ამას რომ გავიტანთ, მერე უკვე ალბათ გადავიფიქრებ კიდეც.  მე ვერავინ დამაძალებს, ვრჩები პარლამენტში და ვიქნები, სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი