ახალი ამბები

ონლაინ მედიას პარლამენტში მუშაობას კვლავ უკრძალავენ

19 აპრილი, 2024 • 741
ონლაინ მედიას პარლამენტში მუშაობას კვლავ უკრძალავენ

უკვე თითქმის ერთი კვირაა, საქართველოს პარლამენტში აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა. ამის საბაბად „ოცნების“ ხელისუფლება იყენებს ონლაინ მედიის მიერ „რუსული კანონის“ გაპროტესტებას. აღნიშნული კანონი საფრთხეს, პირველ რიგში, სწორედ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს უქმნის.

პარლამენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, წინა დღეების მსგავსად, დღეს, 19 აპრილსაც, გამოცხადებულია უსაფრთხოების ე.წ. ყვითელი დონე. გარდა მედიის ნაწილისა, პარლამენტში შესვლა ეზღუდებათ ვიზიტორებსაც.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჯერ კიდევ 15 აპრილს მიმართა პარლამენტს, მედიისთვის მიეცა პარლამენტში მუშაობის საშუალება.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიებთან დაკავშირებით., უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედიასაშუალებების მიმართ და მისცეს მათპარლამენტში მუშაობის საშუალება. ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი