ახალი ამბები

ჯერ უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს ლევან იოსელიანი შავგულიძეს მეორე ტურში

20 მაისი, 2019 • 1753
ჯერ უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს ლევან იოსელიანი შავგულიძეს მეორე ტურში

ჯერჯერობით უცნობია, ვის დაუჭერს მხარს  ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებული „სამოქალაქო მოძრაობას“ წარმოადგენელი ლევან იოსელიანი, რომელმაც მთაწმინდის ოლქში ხმების 6.55% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.

როგორც იოსელიანმა ნეტგაზეთს უთხრა, საბოლოო გადაწყვეტილებას ამომრჩეველთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

“მე-2 ტურში გასულ კანდიდატებთან დაკავშირებით პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზრს ვკითხავ იმ ადამიანებს [ამომრჩევლებს], რომლებმაც მხარი დამიჭირეს. არ ვაპირებ მხოლოდ მე მივიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, რასაც ეს ხალხი გადაწყვეტს, ზუსტად ისე მოვიქცევი და გავახმოვანებ მათ პოზიციას,” – ამბობს იოსელიანი.

ცესკოს თანახმად, მთაწმინდის ოლქში ყველა, 31-ვე უბნის დათვლის შედეგები ასეთია:

  • ლადო კახაძე — 41%
  • შალვა შავგულიძე — 36.83%

ამ მონაცემებით, ამ ორ კანდიდატს შორის ინიშნება II ტური.

ამავე თემაზე

გირჩი მთაწმინდაზე II ტურში მხარს არავის დაუჭერს

მასალების გადაბეჭდვის წესი