ახალი ამბები

რას სთავაზობს სამინისტრო გაფიცულ სოცმუშაკებს — ოთხპუნქტიანი გეგმა

27 მარტი, 2019 • 1200
რას სთავაზობს სამინისტრო გაფიცულ სოცმუშაკებს — ოთხპუნქტიანი გეგმა

ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების გაფიცვის პასუხად მათ სთავაზობს სოციალური მუშაობის 4-პუნქტიან გეგმას.

სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რათა “ბენეფიაციარებს სერვისები უწყვეტად მიეწოდოს”;

მისივე თქმით, 27 მარტს დამატებით აიყვანეს 15 შტატგარეშე თანამშრომელი, შემდეგ დღეს კი კიდევ 20-ის აყვანას გეგმავენ. “თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიწია მსგავს რეჟიმში მუშაობა, დამატებით კიდევ მინიმუმ 30 თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება”, — განაცხადა მინისტრმა.

4-პუნქტიანი გეგმა, რაც სამინისტრომ გაავრცელა, ასეთია:

[yellow_box]პუნქტი პირველი[/yellow_box]

გეგმის პირველი პუნქტი გულისხმობს „სოციალური მუშაკების სამუშაოების რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას“. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, სოციალური მუშაკები ადმინისტრაციული საქმეებისგან უკვე განტვირთულნი არიან.

დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნესპროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში.

[red_box]პუნქტი მეორე[/red_box]

მეორე პუნქტი გულისხმობს „უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერებას“, უკვე შექმნილია სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილნი არიან სოციალური მუშაკები, სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

[blue_box]პუნქტი მესამე[/blue_box]

მესამე პუნქტი ტექნიკურ ხელშეწყობას ითვალისწინებს. უკვე შესწავლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. 15 აპრილამდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში. აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და საჭირო რესურსის აღწერა.

[red_box]პუნქტი მეოთხე[/red_box]

მეოთხე პუნქტი სოცმუშაკთა პროფესიულ მხარდაჭერას გულისხმობს. უკვე დაწყებულია სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნა. უახლოესი დღეების განვალობაში იქნება მონახაზი სოცმუშაკთა ფუნქციების გაწერის და თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმების შესახებ. მოხდება რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა.


გარდა ამისა, სამინისტროს თანახმად, დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იურსიტების დამატება. “თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ასევე, შესაძლებელია სისტემაში მომუშავე სხვა ფსიქოლოგების ჩართვაც. რეორგანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 იურისტი დაემატება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია”.

2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე.

ყოველ წელს გაიზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობა და გადაიხედება მათი სახელფასო განაკვეთის ზრდაც, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“.

ამ საკითხზე წაიკითხეთ ასევე:

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი