ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი ერთი საათით გაიფიცა

27 იანვარი, 2024 • 1081
ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი ერთი საათით გაიფიცა

ჭიათურელმა მაღაროელებმა გუშინ ღამით, ერთსაათიანი გაფიცვით სოლიდარობა გამოუცხადეს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებულ კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას.

ვიდეომიმართვაში, რომელიც მოძრაობა „ხმამ“ გაავრცელა, მაღაროელების ჩიქობავასა და ხასაიასთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

„ეს პროცესი გაგრძელდება, გადაედება სხვა ვახტებსაც. აქცია მოიცავს მთელ საქართველოს და ვნახოთ, რამდენად უღირთ ამ ორი ადამიანის პატიმრობა მთელი საქართველოს გადატრიალების ფასად“, — ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

მოძრაობა „ხმის“ წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი