ახალი ამბები

თბილისი 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია

1 ნოემბერი, 2018 • 1331
თბილისი 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თბილისი 2021 წლის უეფას ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატია. უეფას ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი არის თბილისში მდებარე “ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა”.

თბილისის კონკურენტი ვენის “ერნსტ ჰაპელის” სტადიონი და ესპანეთის ქალაქი სევილიაა, რომელიც კანდიდატ სტადიონს მოგვიანებით დაასახელებს.

უეფას წევრმა 1-მა1 ფედერაციამ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, სუპერ თასისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩების მასპინძლობაზე განაცხადი მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით გააკეთა.

ასევე, ცნობილია 2021 წლის ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობის მსურველი სხვა ქალაქებიც. ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი ქალაქები 2019 წელს დასახელდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატი:

  • მიუნხენი (გერმანია)
  • სანქტ პეტერბურგი (რუსეთი)

ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატი:

  • თბილისი (საქართველო)
  • ვენა (ავსტრია)
  • სევილია (ესპანეთი)

უეფას სუპერ თასის მასპინძლობის კანდიდატი:

  • მინსკი (ბელარუსი)
  • ხარკოვი (უკრაინა)
  • ბელფასტი (ჩრდილოეთ ირლანდია)
  • ჰელსინკი (ფინეთი)

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატი:

  • პრაღა (ჩეხეთი)
  • გეტებორგი (შვედეთი)

მასალების გადაბეჭდვის წესი