ახალი ამბები

Wizz Air ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც ნაკრები ითამაშებს, სპეცრეისებს შეასრულებს

8 აპრილი, 2024 • 912
Wizz Air ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც  ნაკრები ითამაშებს, სპეცრეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ ფრენებს განახორციელებს.

Wizz Air-ის რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა.  ბილეთების ფასი  199 ევროდან იწყება.

ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO2024-ზე, შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

Wizz Air -ის სპეციალურ ფრენების განრიგი ასეთია:

მასალების გადაბეჭდვის წესი