დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის 10 წლისთავზე რუსეთის პატრიარქს ელიან

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებაზე ცხინვალის წარმომადგენლებმა ცხრა ქვეყნის, მათ შორის არაღიარებული სახელმწიფოების ლიდერები მიიწვიეს. ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო რეს-ი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, მოსაწვევი მიიღეს რუსეთის, ვენესუელას, სირიის, ნიკარაგუას, აფხაზეთის, დონეცკის, ლუგანსკის, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტებმა. ასევე, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ილია მეორისთვის მიწერილ წერილში ცხინვალის ხელისუფლებას “ადგილობრივ ხელისუფლებად” მოიხსენიებს.  გარდა ამისა, პატრიარქმა კირილემ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს, ანატოლი ბიბილოვს მიულოცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი