ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი მოეწყობა – მერია

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი მოეწყობა.

ამის შესახებ კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების პლატფორმის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მალე  ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას- ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში გაკეთდება ველობილიკი და საფეხმავლო გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტის იქნება და მგონია, რომ ამ ადგილს მისცემს კიდევ ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ის სწორად იყოს გამოყენებული. ამ პროექტს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ უკეთებს დედაქალაქს და ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი ველობიკის გაკეთებას მერია პეკინის გამზირიდან თსუ–ის მაღლივ კორპუსამდე გეგმავს.

ახალი ველობილიკი მაღლივიდან პეკინის გამზირამდე – მერიის პროექტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com