ახალი ამბები

24-25 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები დაინიშნება

18 აპრილი, 2022 • 1074
24-25 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები დაინიშნება

დედაქალაქის მერიის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 24 აპრილის ღამით, თბილისის მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებზე მუნიციპალური ავტობუსებით წასვლა მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ 24-25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გაიყვანს მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით,  სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან კი- ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ.

საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე ავტობუსი მეტროსადგურ „დელისიდან“ გავა, ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ კი ავტობუსები მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ ივლის.

ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი