ახალი ამბები

თბილისში მოტოციკლისა და ველოსიპედის შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

31 მაისი, 2022 • 1004
თბილისში მოტოციკლისა და ველოსიპედის შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისში მოტოციკლისა და ველოსიპედის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ფეისბუქზე გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ველოსიპედით მოძრავმა ახალგაზრდამ მოტოციკლს გზა ჩაუჭრა, რომლის მძღოლმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ველოსიპედს შეეჯახა, შემდეგ კი- ხეს და შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

რაც შეეხება ველოსიპედის მძღოლს, როგორც  ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნეტრში განუცხადეს, ის კლინაშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, მომხდრაზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“

მასალების გადაბეჭდვის წესი