თბილისის მერია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩამდე ველოსიპედების ბილიკის გაკეთებას გეგმავს.
მერიის გეგმის მიხედვით, ველობილიკი მაღლივი კორპუსიდან სანდრო ეულის ქუჩის გავლით დაუკავშირდება ვაჟა ფშაველას გამზირს, მარიჯანის და ქავთარაძის ქუჩებს, შემდეგ კი ყაზბეგის გამზრიის გავლით პეკინის ქუჩაზე არსებულ ველობილიკს დაუკავშირდება.
გეგმის მიხედვით, ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5.1 კმ უნდა იყოს, ველობილიკის სიგანე კი 3 მეტრს შეადგენს.
მერიამ ველობილიკის მოწყობასთან დაკავშირებული ტენდერი გამოაცხადა, რათა კომპანიამ სრულყოფილი საკვლევაძიებო სამუშაოები ჩაატაროს და ველობილიკის მოწყობის ხარჯთაღრიცხვა წარუდგინოს მერიას, ტენდერში ორი კომპანია, “საქგზამეცნიერება” და ამხანაგობა “მწვანე სახლი” მონაწილეობდნენ. ტენდერში კომპანია “საქგზამეცნიერებამ” გაიმარჯვა.
კილომეტრიანი ველობილიკი მერიამ 2017 წლის სექტემბერში გახსნა, როდესაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პეკინის ქუჩაზე ველობილიკი ტროტუარის ერთ მხარესაა მოწყობილი.