ახალი ამბებიგართობახელოვნება

ქართველი რეჟისორის ფილმი Avicii-ზე გია ყანჩელის კომპოზიციით

2 მაისი, 2018 • 2992
ქართველი რეჟისორის ფილმი Avicii-ზე გია ყანჩელის კომპოზიციით

ტიმ ბერგლინგის შესახებ გადაღებულ ფილმს, რომელსაც საკლუბო სცენაზე ავიჩის სახელით იცნოდბნენ, ქართველი რეჟისორი ჰყავს.

ლევან ციკურიშვილი სტოკჰოლმში ცხოვრობს და მუშაობს. შვედ დიჯეისა და პროდუსერთან ქართველი რეჟისორი წლებია თანამშრომლობს და ავიჩის რამდენიმე ვიდეოკლიპის ავტორია.

“ავიჩი – რეალური ამბები” – ამ სახელწოდებით ფილმი 2017 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ფილმში გია ყანჩელის კომპოზიციაცაა გამოყენებული.

“რეალური ამბები” შვედი დიჯეისა და პროდუსერის კარიერის 7 წელს ასახავს და იმ მიზეზებს აჩვენებს, რის გამოც ავიჩიმ სცენის მიტოვება გადაწყვიტა:

პირველი 4-5 წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად იყო. მომწონდა სცენაზე ყოფნა. ეს თვითმფრინავიდან გადმოხტომას ჰგავდა. სცენაზე თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ.

თავიდან დრო არ მქონდა მივმხვდარიყავი, რა არ მომწონდა განუწყვეტელ ტურნეებში. ზოგჯერ კვირაობით ვიყავი გზაში. რამდენიმე კვირა ტურნეში, შემდეგ სახლამდე მიღწევას ცდილობ. ასე რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ამ მოგზაურობების 4 წლის შემდეგ  შინ დაბრუნებული თავს ისე არ ვგრძნობდი, როგორც სახლში.  ამის შემდეგ დადგა დრო, როცა ეს ყველაფერი აღრ მომწონდა, მეტისმეტი იყო.

გადავწყვიტე, ჯანდაბა, ყველაფერს უნდა შევეშვა” – ამბობს ტიმ ბერგლინგი ფილმის დასაწყისში. 

მისი თქმით, 19 წლის ასაკამდე მთელი ცხოვრება სტოკჰოლმის 5 კვარტალში გაატარა, თავს ინტროვერტად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოსწონდა.

მუსიკოსის შეახებ გადაღბულ ფილმში ავიჩის ჯანმრთელობის პრობლემებზეცაა ყურადღება გამახვილებული:

“თავიდან ვცდილობდი არ დამელია, მაგრამ დაძაბული ვიყავი, დაღლილობა რომ დამეძლია, ვსვამდი. ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც 10 წელია ამ ინდუსტრიაში არიან და ყოველ გამოსვლამდე სვამენ. ავსტრალიაში მივფრინავდი, როცა მუცელი ამტკივდა. დაშვებამდე 3-4 საათი იყო  დარჩენილი. კონცერტის გადადება გახდა საჭირო ჰოსპოტალიზაციის გამო. სპაზმები მქონდა, მეგონა, მუცელში და ზურგში ერთდროულად მირტყავდნენ” – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ავიჩი.

ალოჰოლის მოხმარებამ, უძილობამ და სტრესმა მუსიკოსს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა. როგორც ფილმის ფარგლებში ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ავიჩი ამბობს, ტკივილები ზოგჯერ 3 თვე განუწყვეტლად გრძელდებოდა და ამ დროს ექიმები საკვების მიღებასაც კი უკრძალავდნენ. გადატვირთული გრაფიკის გამო კი გრძელვადიან ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებდა.

ტიმ ბერგლინგმა სამუსიკო კარიერა 16 წლი ასაკში დაიწყო და მალევე პოპულარული გახდა. 2016 წელს მუსიკოსმა ტურნეები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა. ტიმ ბერგლინგს სურდა ლაივ სცენას ჩამოშორებოდა და კომპოზიციების შექმნა მშვიდ ვითარებაში, სტრესისა და განუწყვეტელი მოგზაურობის გარეშე გაეგრძელებინა. ის 2018 წლის 20 აპრილს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიჯეი ავიჩი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი