ცნობილი შვედი დიჯეი და პროდიუსერი ტიმ ბერგლინგი, რომელსაც მსმენელი ავიჩის სახელით იცნობდა, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას BBC ტიმ ბერგლინგის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ჯერჯერობით უცნობია დიჯეი ავიჩის დაღუპვის მიზეზები.

დიჯეი ავიჩის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მისი კოლეგები და მეგობრები. პროდიუსერი, კელვინ ჰარისი უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ტვიტერზე წერს, რომ ბერგლინგი უაღრესად ნიჭიერი ადამიანი იყო.

დიჯეი ავიჩის ცნობილი ნამუშევრები